Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ვიცე-რექტორი შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-16 კონგრესში მონაწილეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე რექტორი ერეკლე ასტახიშვილი შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის ეგიდით, სტამბულის უნივერსიტეტში მიმდინარე შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-16 კონგრესში მონაწილეობს.

 

ერეკლე ასტახიშვილმა წარმოადგინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხედვა, შავი ზღვის რეგიონის აკადემიური საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების გადალახვის გზების თაობაზე.

 

BSEC-ის ეგიდით მოქმედი შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელი, ყველაზე დიდი პლატფორმაა შავი ზღვის რეგიონში უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის თვალსაზრისით, რომელიც 1998 წელს დაარსდა და 120-ამდე წევრს აერთიანებს.

 

კონგრესის მიზანია, განიხილოს შავი ზღვის რეგიონის უმაღლესი განათლების განვითარების გზები და მოამზადოს უნივერსიტეტების მომავლის პაქტი, რომლის წარდგენაც მოხდება გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ იორკში, მიმდინარე წლის სექტემბერში.

 

ღონისძიებაში საკონსულტაციო მიზნებით მონაწილეობენ BSEC-ის გენერალური მდივანი, რუმინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლაზარ კომანესკუ, რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტი ემილ კონსტანტინესკუ, ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის პრეზიდენტი გერი ჯეიკობსი, შავი ზღვის აუზის უნივერსიტეტების კავშირის გენერალური მდივანი ედენ მამუთი და სხვა მაღალი რანგის სტუმრები.

 

შავი ზღვის რეგიონის რექტორთა მე-16 კონგრესს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი თეა გერგედავა ესწრება.

თარიღი: 13/07/2024